APNISI logo

ქსელი ყველასათვის

უკეთესი ქალაქისათვის გარემოსათვის მომავლისათვის


გაიგეთ მეტი

ჩვენ შესახებ

კომპანია აპნისი წარმოადგენს საქართველოში პირველ IoT/M2M ტელემეტრიული სერვისების ქსელის ოპერატორს, რომელიც დაარსდა 2016 წელს. კომპანიის სერვისები ძირითადად გათვლილია სახელმწიფო სტრუქტურებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კომერციულ კომპანიებზე, მუნიციპალიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის საქმიანობაზე, სადაც შესაძლებელია ფუნქციების ავტომატიზაცია.

აპნისი წარმოადგენს არა სტანდარტულ პროდუქტზე, არამედ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კომპანიას. აპნისის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილებები ეფუძნება მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებსა და ამოცანებს. დაგეგმარების, დიზაინისა და შესრულების ფაზიდან დაწყებული ინსტალაციის, მონიტორინგის და მხარდაჭერის სერვისით დამთავრებული, თითოეული ფაზა მორგებულია კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტაზე.

კომპანიის მიზანი და ამოცანაა, თანამედროვე IoT ქსელისა და ტექნოლოგიების შეთავაზებით ხელი შევუწყოთ საქართველოში სხვადასხვა ბიზნესის ეფექტურობის ზრდასა და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარებას.

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვნერგავთ სიახლეს

ტექნოლოგია LPWAN

LPWan ქსელის არქიტექტურა

IoT და M2M სერვისების განსახორციელებლად საჭიროა მონაცემთა გადამცემი რადიო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. რა ტიპის საკომუნიკაციო ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია IoT/M2M მომსახურების სახეობასა და მოთხოვნებზე. IoT აპლიკაციების ბუნებიდან გამომდინარე, LPWAN (Low Power Wide Area Network) ტექნოლოგიები მისი ენერგოეფექტურობის გამო მიჩნეულია ყველაზე პრაქტიკულად. მაგალითისათვის LPWAN მოდულების ავტონომიურ რეჟიმში (აკუმულატორზე) ფუნქციონირება შესაძლებელია 5-10 წლის განმავლობაში.
აპნისის IoT რადიო ქსელი აგებულია LPWAN-ის მოწინავე და ყველაზე გავრცელებულ სტანდარტზე - LoRaWAN™.
კომპანიის ქსელი ოპერირებს SRD 868MHz სიხშირულ დიაპაზონში, რომლის რადიოშეღწევადობა და რადიო ხელშეშლებისადმი მდგრადობა უზრუნველყოფს მომსახურეობის მაღალ სტანდარტებსა და ხარისხს.


ვის სჭირდება ჩვენი

აპლიკაციები

  • S-ქალაქი
  • გარემოს დაცვა
  • აგრონომია
გსურთ შეიტყოთ მეტი?

მოგვწერეთ

ტელ: (+995) 599 241363, (+995) 577 292225

მისამართი: ბალანჩივაძის ქუჩა,
ქუთაისი 4600, საქართველო

ელ-ფოსტა: contact@apnisi.com