კომპანია
IoT და M2M სერვისების განსახორციელებლად საჭიროა მონაცემთა გადამცემი რადიო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. რა ტიპის საკომუნიკაციო ტექნოლოგია
იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია IoT/M2M მომსახურების სახეობასა და მოთხოვნებზე. IoT აპლიკაციების ბუნებიდან გამომდინარე,
LPWAN (Low Power Wide Area Network) ტექნოლოგიები მისი ენერგოეფექტურობის გამო მიჩნეულია ყველაზე პრაქტიკულად. მაგალითისათვის LPWAN მოდულების
ავტონომიურ რეჟიმში (აკუმულატორზე) ფუნქციონირება შესაძლებელია 5-10 წლის განმავლობაში.
კომპანიის ქსელი ოპერირებს SRD 868MHz სიხშირულ დიაპაზონში, რომლის რადიოშეღწევადობა და რადიო ხელშეშლებისადმი მდგრადობა უზრუნველყოფს მომსახურეობის მაღალ სტანდარტებსა და ხარისხს.
პარკირების მართვის პლათფორმა:
თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ავტომობილების მზარდი რაოდენობა, რაც, გამონაბოლქვის გარდა, პრობლემას ქმნის პარკირების თვალსაზრისითაც.
კვლევებმა აჩვენა, რომ საცობების 30-35% ქალაქებში გამოწვეულია არასწორი ან თავისუფალი პარკირების ადგილის ძებნის დროს ავტომობილების მიერ შექმნილი შეფერხებით.
პრობლემის მოგვარება შესაძლებელია პარკირების ადგილების გაზრდით ან არსებული ადგილების ოპტიმიზირებით, რისთვისაც აუცილებელია ანალიტიკური მონაცემების მოგროვება და დამუშავება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პლათფორმა:
ტრადიციულად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოგროვება ნაგვის ურნებიდან მუნიციპალური სამსახურების მიერ ხორციელდება ყოველდღიურად ფიქსირებული დროის შუალედში, რაც, გარდა იმისა,
რომ იწვევს ხარჯების არაეფექტურობას, ასევე, ქმნის ქალაქში საავტომობილო ტრანსპორტის შეფერხებებს.
კლიმატის ცვლილება, ჰაერის, წყლის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისათვის. სათანადო ბალანსის პოვნა ეკონომიკურ საქმიანობასა და ბუნების
დაცვასთან საკმაოდ რთულია დეტალური ინფორმაციის გარეშე, შესაბამისად, პრობლემა გაცილებით საგანგაშო შეიძლება იყოს, ვიდრე ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. აქედან გამომდინარე,
დაბინძურების პარამეტრების უწყვეტ რეჟიმში გაზომვა, კონტროლი და მართვა უმნიშვნელოვანესი პროცესებია გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად.
ურბანული ზონების დაბინძურების კონტროლი: ავტომობილისა და სხვა ინდუსტრიული გამონაბოლქვები, სხვადასხვა სახის ხელოვნური ხმაური ნეგატიურად მოქმედებს ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ სახის დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია ხმაურის და ჰაერის დაბინძურების პარამეტრების მუდმივად მოგროვება და ანალიზი. ჩვენი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა მუდმივ რეჟიმში დაბინძურების მაჩვენებლის მოგროვებას და ინტერაქტიულ რუკაზე მათ ასახვას. პარალელურად შესაძლებელია რადიაციული ფონის, კლიმატური მაჩვენებლების (ტენიანობა, ტემპერატურა, ქარი, და ა.შ) მონიტორინგი.
სოფლის მეურნეობა წარმოადგენს სტრატეგიულ დარგს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ დარგის მიერ შეტანილი წვლილი განვითრებული ქვეყნების ეკონომიკის მშენებლობაში
არის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, ძლიერი და ეფექტური სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია საქართველოს ეკონომიკისათვის. სასოფლო-სამეურნეო რესურსების მასქიმალურად
ეფექტური გამოყენება და სარგებლის მიღება ხარჯების შემცირების პარალელურად, შეუძლებელია თანამედროვე ციფრული მიკროელექტრონიკული სენსორების და პროცესების ავტომატიზების გარეშე.
ტელ: (+995) 599 241363, (+995) 577 292225
მისამართი: ბალანჩივაძის ქუჩა, ქუთაისი 4600, საქართველო
ელ-ფოსტა: contact@apnisi.com